ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვიონი საქართველო ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარის ინტერნეტიზაციისთვის უფასო კოლოკაციას განახორციელებს
11 დეკემბერი, 2018, 13:29
ვიონი საქართველო  ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარის  ინტერნეტიზაციისთვის   უფასო კოლოკაციას   განახორციელებს

თბილისი (GBC) - მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“) ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში  უფასო კოლოკაციის მომსახურებას განახორციელებს.

პროექტის მიზანია, საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონში - ფშავი, ხევსურეთი და გუდამაყარი, რომლებიც პოპოულარულია როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმის თვალსაზრისით, მოხდეს დასახლებული პუნქტებისა და ტურისტული კონცენტრაციის ადგილების მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული უსადენო ინტერნეტით მომსახურება.

რთული გეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის სიმცირის გამო,  მოცემულ რეგიონში არ არის ოპტიკური ქსელი. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) მხარდაჭერით და „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ კოორდინაციით, ხორციელდება მაგისტრალური რადიოქსელის მშენებლობა.

აშენების შემდგომ, ქსელი სამართავად გადაეცემა თავად ბენეფიციარს - ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც  წარმოგენილია ააიპ „მთის სათემო ქსელის“ მიერ. საქმიანობიდან მიღებულ მოგებას ბენეფიციარი ისევ მიმართავს ქსელის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიკრო და მცირე მეწარმეებისა და კოოპერატივების ტრენინგი და ელექტრონული სერვისების მიმართ ცნობადობის ამაღლება.

დღევანდელი მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2018“-ის მიმდინარეობისას, ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს, შპს „ვიონი საქართველოსა“ და ააიპ „მთის  სათემო ქსელს“ შორის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები