ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისის ახალი ოფისი იქნება ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი შენობა თბილისში
17 დეკემბერი, 2018, 13:43
თიბისის ახალი ოფისი იქნება ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი შენობა თბილისში

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკმა ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დაიწყო. 

თბილისის ბიზნეს ცენტრი - ასე ერქმევა ახალ კომპლექსს, რომლის დიზაინი შატილის ინსპირაციით შეიქმნა. კომპლექსი ენერგოეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიებით აშენდება. 

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს.  კომპლექსს  "სიემსი ჯგუფი"  ააშენებს. 

"დღეს, 17 დეკემბერს,  თიბისი ჯგუფი გახდა  27 წლის და თიბისი ბანკი კი, 26 წლის", - თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ახალი კომპლექსის მშენებლობა გუნდის მიმართ მადლობით დაიწყო, აღნიშნა, რომ  მსოფლიოში ნაკლებად მოიძებნება თიბისის მსგავსი პრეცენდენტი, როცა ადამიანები 26 წლის განმავლობაში წარმატებულ ისტორიას ქმნიან   და  ინარჩუნებენ ერთობას.  

"ეს პროექტი რომელიც აქ აშენდება იქნება არ მხოლოდ თანამედროვე, რეგიონში ყველაზე კარგი, ეკო და განახლებადი ენერგიის მქონე,  არამედ  ეს იქნება ადგილი, რომელსაც ერქმევა თბილისის ბიზნეს ცენტრი და აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, სტარტაპერი ნახავს თავის საინტერესო ადგილს", - აღნიშნა ხაზარაძემ. 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები