ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა Acer - Predator Thronos უკვე ელიტ ელექტრონიქსშია
26 დეკემბერი, 2018, 17:40
კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა Acer - Predator Thronos უკვე ელიტ ელექტრონიქსშია

თბილისი (GBC) - ექსკლუზიურად მხოლოდ საახალწლოდ, ელიტ ელექტრონიქსს ყველაზე უჩვეულო და განსხვავებული სტუმარი ეწვია Acer-ის ოჯახიდან, ეს Predator Thronos-ია!

Acer კიბერსპორტის პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის დიდი ხანია Predator-ის სახელით აწარმოებს კომპიუტერებს და აქსესუარებს. ამჯერადაც საუკეთესო მონაცემების მქონე ატრიბუტებით აღჭურვილი Thronos-ი შემოგვთავაზა, რომელიც ნებისმიერი გეიმერის გულს დაიპყრობს. Predator Thronos-ით თამაში სრულიად ახალი გამოცდილება და შეგრძნებებია!

Predator Thronos არის უახლესი მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს სამ 27- ინჩიან მონიტორს, პროცესორ Predator Orion 9000-ს, მაუს Predator Cestus 510 gaming-ს, კლავიატურა Aethon 500 gaming-ს, ყურსასმენ Predator Galea 300 Gaming-ს და რა თქმა უნდა ყველაზე კომფორტულ სკამს, რომელიც რეგულირდება რათა იდეალურად მოერგოს სასურველ პოზიციას. ეს ყველაფერი განუმეორებელ გამოცდილებას ქმნის ნებისმიერი გეიმერისთვის.

 

25 დეკემბერს Acer-მა და ელიტ ელექტრონიქსმა Predator Thronos-სთან დაკავშირებით ჩაატარეს ჩემპიონატი პოპულარულ თამაშ Fortnite-ში და გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშეები, საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს საჩუქრად გადაეცათ Acer-ის პლანშეტი და Predator-ის ჩანთა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს არაჩვეულებრივი და დაძაბული სანახაობისთვის და ვულოცავთ გამარჯვებულებს.

Predator Thronos-ზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო მიმოხილვა:  https://we.tl/t-Hp6Ub10keU

ელიტ ელექტრონიქსი გილოცავთ ახალს!

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები