ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პირველი ქართული კლავიატურა “ჰარი” დღეიდან უკვე გაყიდვაშია
28 დეკემბერი, 2018, 15:25
პირველი ქართული კლავიატურა “ჰარი” დღეიდან უკვე გაყიდვაშია

თბილისი (GBC)- პირველი ქართული კლავიატურა “ჰარი” დღეიდან უკვე გაყიდვაშია.

ახალგაზრდების ჯგუფმა ბაზარი დეტალურად შეისწავლეს და ქართულად ბეჭდვის მსურველებს, ზედმეტი კომბინაციების გარეშე, საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცეს.

სტარტაპერებს იმედი აქვთ, რომ ბაზარზე არსებული ლათინური, ჩინური, იაპონური, რუსული, არაბული და სხვა კლავიატურებს შემდეგ, ქართულიც პოპულარული და მოთხოვნადი გახდება. პირველი ქართული კლავიატურა “ჰარი“ სადენიანია და მისი ფასი 38 ლარია.

„ჰარის“ შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი. საახალწლოდ შეკვეთის შემთხვევაში, ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.

მომხმარებელი პროდუქტს შეკვეთიდან ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

„ჰარის“ შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორი სანდრო ანდღულაძე განმარტავს, რომ მუდამ განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში ქართული ენის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჰარის“ შექმნის იდეის განხორციელება სტარტაპერებს 10 000 დოლარამდე დაუჯდათ.

„ჰარის“ დამზადება ამ დროისათვის ხდება ჩინეთში და ის ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, რასაც ზოგადად კლავიატურა უნდა აკმაყოფილებდეს. ონლაინ გაყიდვების ზრდის შემდეგ „ჰარის“ ავტორებს იმედი აქვთ, რომ კლავიატურას კომპიუტერული ტექნიკის რეალიზაციის ბიზნესით დაკავებულ კომპანიებსაც შესთავაზებენ. არსებობს ასევე საკუთარი სავაჭრო წერტილის შექმნის იდეაც.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები