ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ოცნების დეპუტატმა მშენებარე კორპუსში ბინის შეძენის თარიღად 1917 წელი მიუთითა
6 იანვარი, 2019, 00:37
ოცნების დეპუტატმა  მშენებარე კორპუსში ბინის შეძენის თარიღად 1917 წელი მიუთითა

თბილისი (GBC) - ოცნების მაჟორიტარმა ირაკლი ხახუბიამ  გასულ წელს ავტოპარკს ახალი ავტომობილები შემატა. 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, ხახუბიამ 105 000 ლარად 2017 წლის MERCEDES BENZ -ი შეიძინა, მისმა მეუღლემ კი, 2015 წლის LAND ROVER -ი, რაშიც  15 000 ლარი გადაიხადა. 

ექს-ბიზნესმენის დეკლარაცია ორი თარიღით არის საინტერესო, რომელიც დიდი ალბათობით ტექნიკური შეცდომაა. თუმცა, თუ ამ ოფიციალურ დოკუმენტს დავეყრდნობით, აღმოვაჩენთ, რომ 1971 წელს დაბადებულ ირაკლი ხახუბიას 1917 წელს, 150 000 ლარად  შეუძენია მშენებარე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის  გამზირზე. ასევე 1917 წელს  38 000 ლარი გადაუხდია  უნივერსიტეტის ქუჩაზე  25,8 კვ.მ მიწის ნაკვეთში.  

საინტერესოა მისი მაჯის საათის შეძენის ისტორიაც. Breguet -ის ბრენდის საათი დეპუტატს 1912 წელს შეუძენია, თუმცა რა გადაიხადა უცნობია. 

მსგავსი შეცდომებია მის წინა დეკლარაციაშიც, სადაც მითითებულია, რომ 2015 წელს გამოშვებული Range rover sport-ი ხახუბიას 1916 წელს შეუძენია, 2007 წლის Mercedes ML -ი 1912 წელს, ასევე 1912 წელს შეუძენია  2012 წლიანი KIA sport-ც.  

დეკლარაციის ხილვა შესაძლებელია: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/115551 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები