| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს საბანკო ასოციაცია ქვეყანაში სექტორის მაღალ სტაბილურობასა ამახვილებს ყურადღებას. ასოციაციაში მიიჩნევენ, თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღლი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს, რეალური ინფორმაციის აღქმის პროცესი და შექმნას არასწორი მოლოდინები.
"საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია", - განმარტავენ ასოციაციაში და აღნიშნავენ, რომ საფინანსო სექტორის გამჭირვალობის მაღალი დონე, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მუდმივად პოზიტიური შეფასებები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების/ინვესტორების სექტორში აქტივობა ადასტურებს სანდოობის მაღალ ხარისხს.
ასოციაცია აღნიშნავს, რომ მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია ასევე მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss