ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რა შემოსავალი მოაქვს ყავას საქართველოში 
14 იანვარი, 2019, 10:40
რა შემოსავალი მოაქვს ყავას საქართველოში 

თბილისი (GBC) - საქართველოში ყავის ბიზნესი როგორც ჩანს, საკმაოდ მომგებიანია.

ყავის ბრენდების Jacobs Monarch -ისა და Carte Noire-ის  იმპორტიორმა შპს „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველომ“ 2017 წლის ანგარიში გაასაჯაროვა.

ირკვევა, რომ ამ საანგარიშო წელს, კომპანიამ ყავის რეალიზაციიდან 25.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2016 წელს კი, 21.4 მილიონი.

შემოსავალი შემდეგნაერად ნაწილდება:

ხსნადი ყავა - 16.30 მლნ, ხსნადი ყავა დანამატებით - 8.16 მლნ, მოხალული ყავის მარცვლები - 538.5 ათასი, დაფქვილი ყავა - 335,633 ლარი. გაყიდვის თვითღირებულება - 13,585,769 ლარია.

საერთო მოგება 2017 წელს 11.75 მლნ ლარს აღემატებოდა, წმინდა მოგება კი, 5.4 მლნ ლარზე მეტი იყო. აღსანიშნავია, რომ მოგება შემცირებულია, 7.1%-ით.

შპს „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“ -ს  ძირითადი საქმიანობაა იაკობსისა და კარტ ნუარის ბრენდების იმპორტი და ადგილობრივი დისტრიბუცია.

2015 წლის 1 აპრილის ბიზნესის გადაცემის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიამ შეიძინა ყავის ბიზნესი შპს „მონდელეზ ჯორჯიასგან“. ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო გლობალური ხელშეკრულების საფუძველზე რომელიც გაფორმდა 2014 წლის 7 მაისს შემდეგ მხარეებს შორის: Mondelez International Holding LLC, Acorn Holding B.V., Charger Top Holdco B.V. and Charger OPCO B.V. ეს ოპერაცია დაკლასიფიცირდა როგორც ბიზნეს კომბინაცია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები