ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბოსტნეულის წარმოებამ ივანიშვილი 4 მილიონით აზარალა  
14 იანვარი, 2019, 15:18
ბოსტნეულის წარმოებამ ივანიშვილი 4 მილიონით აზარალა   

თბილისი (GBC) – ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა  „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“  2017 წელი   4.35 მილიონის ზარალით დაასრულა.   

კომპანიას, რომელიც „პლანტას“ ბრენდით კიტრს და პომიდორს აწარმოებს შემოსავლები გაორმაგებული ჰქონდა, ზარალი კი, 2-ჯერ შემცირებული.

ფინანსური ანგარიშით ირკვევა, რომ 2017 წელს  „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ ბაზარზე 9,554 მლნ ლარის პომიდორი და კიტრი გაყიდა. შემოსავალი 2.17-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა საოპერაციო მოგებაზე გასვლა მაინც ვერ მოხერხდა, მაგრამ შესაძლებელი გახდა  4.3 მილიონიდან საოპერაციო ზარალის  2.69 მილიონამდე შემცირება.  წმინდა ზარალი 4.35 მლნ ლარია (2016 წ - 8.4 მლნ ზარალი).

ზარალი გასაკვირი არ არის. სათბურის I ფაზის ოპერირება 2015  წელს დაიწყო. მეორე ფაზა კი 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდა.  

კომპანია ფლობს და ოპერირებს რთულ, მაღალინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო სათბურის ობიექტით, რომელიც მდებარეობს 12 ჰექტარზე (სათბური) და შეუძლია გამოზარდოს ყოველწლიურად 7,100 ტონაზე მეტი პროდუქცია.

2017 წელს კომპანიამ მოკრიფა კიტრისა და პომიდვრის 4,984 ტ მოსავალი (2016: 2,911 ტონა).

კომპანიამ 2018 წელს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა,  8,179 მლნ ლარით. ასევე გასულ წელს გააგრძელა ხელოვნური განათების დამონტაჟება სათბურებში. მათ შორის 2018 წლის ივლისიდან დაიწყო განათების სისტემის დამონტაჟება 4 ჰა სათბურში.

კომპანიის ერთადერთი მშობელი კომპანიაა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF LP). ბენეფიციარ მფლობელად მითითებულია გიორგი ბაჩიაშვილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები