| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Intel, iShares PHLX, Broadcom, Taiwan Semiconductor Manufacturing და ProShares UltraPro - ეს ის კომპანიებია, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ყურადღება მიიქცია.
ლაშა მიქავამ, კერძოდან საჯარო სექტორში გადმონაცვლებამდე, ბიზნესში ნაშოვნი კაპიტალი საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში დააბანდა.
მიქავას დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მოადგილემ 2018 წელს, რამდენიმე ტრანზაქციად ამ კომპანიების აქციები შეიძინა და ახლა მის ხელშია iShares PHLX Semiconductor ETF (SOXX) -ის 363 აქცია, Intel Corporation-ის 122 ფასიანი ქაღალდი, ასევე Broadcom Inc-ის 13, Taiwan Semiconductor Manufacturing-ის 51 და ProShares UltraPro -ის 19 აქცია.
აქციების შეძენისთვის დაახლოებით 69 000 დოლარია გადახდილი.
მინისტრის მოადგილემ გასულ წელს 130 000 დოლარად თბილისში ბინაც შეიძინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ლაშა მიქავა გასული წლის ნოემბერში დაინიშნა.
ლაშა მიქავა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ვაშინგტონის უნივერსიტეტის (სეინტ ლუისი, აშშ) ოლინის ბიზნესსკოლა (2002-2004), ჰარვარდის ბიზნესსკოლა – უმაღლესი მართვის პროგრამა (AMP) (2015), იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის სახელობის სრული სტიპენდიანტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ლაშა მიქავა საქართველოსა და უკრაინაში კერძო სექტორში საქმიანობდა. ის ასევე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში (GIOC).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss