| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სილქ როუდ ჯგუფს საქართველოში 1 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული, - ამის შესახებ გიორგი რამიშვილთან აფილირებულმა კომპანიამ განცხადებაში დაწერა, სადაც აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
ჯგუფში მიიჩნევენ, რომ სიუჟეტი შეიცავდა სილქ როუდ ჯგუფის და მისი დამფუძნებლის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და არაერთ მცდარ ფაქტს.
მათი ცნობით, აღნიშნული მასშტაბური ინვესტიცია 12 წლიან პერიოდშია განხორციელებული, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მხოლოდ აჭარის რეგიონში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ამავე განცხადებაში საუბარია ბათუმის რივიერას ტერიტორიაზე განსახორციელებელ ახალ პროექტზე. აღნიშნულია, რომ „ჩეპმენ ტეილორის“ მიერ ისეა ტერიტორია დაგეგმარებული, რომ თითოეული ნაგებობისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარის ფართის მიწის ნაკვეთი, რაც უზრუნველჰყოფს ნაგებობებს შორის საკმარისზე გაცილებით მეტ დაშორებებს.
„ინვესტორის მიერ ტერიტორიის მსგავსი ფორმით ათვისება იშვიათად გვხვდება მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ჰექტარის ფართობზე პარკის გაშენება, რაც ამ პროექტის უნიკალურობას განაპირობებს“, - აცხადებს ჯგუფი.


განცხადება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ: http://silkroadgroup.net/ge/srg-statement-adjara-tv/?fbclid=IwAR33xlpfBwND_J7QNCxBG6zcSAaJXNJ_l2sHdGgOtVFrFV2ySiXdoaimsWw
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss