ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქედი სტუდიო:  შიდა რესურსით განხორციელებული სარეკლამო კამპანიის შეცდომების მასშტაბი გაცილებით დიდია
  ნათია თაქთაქიშვილი  
17 იანვარი, 2019, 13:50
ქედი სტუდიო:  შიდა რესურსით განხორციელებული სარეკლამო კამპანიის შეცდომების მასშტაბი გაცილებით დიდია

თბილისი (GBC) – ხშირად ბიზნესი სა­კუ­თა­რი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი რესურ­სით ცდი­ლობს იმი­ჯის შექ­მნას თანხის დაზოგვის მიზნით, რასაც ქართული ბიზნესის იმიჯის შემქმნელი კომპანია „ქედი სტუდიოარ ეთანხმება. 

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ  არასწორად დაგეგმილი, მხოლოდ შიდა რესურსის გამოყენებით განხორციელებული სარეკლამო თუ მარკეტინგული კამპანიის შეცდომების მასშტაბი გაცილებით დიდია და შეცდომების აღდგენა-გამოსწორებისთვის გაცილებით მეტი დრო და რესურსი დაიხაჯება, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური.

„ამას სარეკლამო სფეროში IN HOUSE MARKETING/ADVERTISING -ს უწოდებენ, რაც პატარა ორგანიზაციების მოქმედების არეალია. მათ მიერ დაშვებული შეცდომები დიდად არ აისახება საერთო მარკეტინგულ სურათზე, რადგან ამ ორგანიზაციის მასშტაბი პატარაა, თუმცა თუ კომპანია გრძელვადიან გეგმებსა და განვითარებაზეა ორიენტირებული და მას სტრატეგიული ხედვა აქვს, ვურჩევთ, თავიდანვე მიმართონ პროფესიონალებს და სწორი სტარტეგიული გეგმარებით იმოქმედონ. დიდი ორგანიზაციები ამ ჭრილში არც განიხილება“, - აცხადებს “ქედი სტუდიოს“ დამფუძნებელი  გია ალიხანაშვილი.

მისი თქმით, ეფექტური  კამპანია არ ნიშნავს აუცილებლად ძვირადღირებულს, ხოლო გაუთვლელმა კომპანიამ შეიძლება ისე დააზიანოს მისი იმიჯი, რომ დიდი ბიუჯეტითაც კი ძნელი იყოს  აღდგენა.

„ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ბაზრის კვლევას და ანალიზს, რაზე დაყდნობითაც თითოეული კლიენტისთვის ვამზადებთ მათზე მორგებულ, ეფექტურ კამპანიას. ეს აუცილებლად ძვირადღირებულს არ ნიშნავს. ნებისმიერ ბიუჯეტში შესაძლებელია ამ ქეისის შეკვრა. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი და ამიტომ თანამშრომლობენ ჩვენთან წლების განმავლობაში, როგორც დიდი, ისე დამწყები ორგანიზაციები“, -  განაცხადა გია ალიხანაშვილმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები