| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – "შუხმან ვიანს ჯორჯიამ" შარშან 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდა.
კომპანია ღვინის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორცილებს და წარმოებული ღვინის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი.
Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან დიდი ენერგია იხარჯება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიზნით, კომპანია ყოველკვარტალურად იღებს მონაწილეობას მსხვილ საერთაშორისო გამოფენებში და მართავს დეგუსტაციებს.
„ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაზე საერთაშორისო ბაზრებზე, ძალიან დიდი ძალა, თანხები და მონდომება იხარჯება, ამ ყოველივეს კერძო სექტორი მთავრობასთან ერთად აკეთებს, ღვინო არის ეროვნული პროდუქტი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით „საქართველოს“ ნიშნავს. შუხმანის და ვინოტერას ღვინოების 90%-ი ექსპორტზე გადის“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss