ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დავების განხილვა Online - არბიტრაჟით გახდა შესაძლებელი
18 იანვარი, 2019, 13:39
დავების განხილვა Online - არბიტრაჟით გახდა შესაძლებელი

თბილისი (GBC) -  დავების განხილვის ცენტრმა ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის სისტემა დანერგა.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ ახალი სისტემა  წარმოადგენს საშუალებას მხარეებისათვის თავიანთი საოფისე გარემოს დატოვების გარეშე მიიღონ მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში.

DRC  ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებას ონლაინ საარბიტრაჟო წესების შესაბამისად მოახდენს, თუმცა, ამისთვის აუცილებელია წინასწარ მოხდეს  მხარეებს შორის შეთანხმება.

„ელექტრონული კომერციის, ონლაინ ბიზნეს ტრანზაქციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ცხადყოფს, რომ უახლოეს მომავალში ონლაინ არბიტრაჟი გახდება დავების გადაწყვეტის ყველაზე პოპულარული ფორმა. ონლაინ საარბიტრაჟო განხილვა არ საჭიროებს დაინტერესებული მხარის ფიზიკურად წარმოდგენას, რაც ზრდის დავის განხილვის ეფექტურობას, ამცირებს დროისა და ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან ხარჯს. ეს ასევე ქმნის ახალ შესაძლებლობებს იურისტებისა და იურიდიული კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობენ ისინი”, - აღნიშნავს დავების განმხილველი ცენტრის“ გენერალური დირექტორი მაკა ნაჭყებია.

ონლაინ არბიტრაჟით სხდომა ჩატარდება ვიდეო კონფერენციის (მათ შორის, სკაიპის პროგრამით) ან აუდიოკონფერენციის გზით. ამასთან, დავის გადაწყვეტა მაქსიმუმ 60 დღეში მოხდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები