| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2018 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 3.8%-იანი ზრდა აჩვენა. თვიურ ჭრილში ზრდა 0.1%-ია.
წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი
მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,7 პროცენტი), ასევე
რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (3,8 პროცენტი).
ფასები შემცირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,2 პროცენტი). ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2,01 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (2,8 პროცენტი), სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (3,5 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3,1 პროცენტი). ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-8,3 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 15,4
პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,97 პროცენტული პუნქტით
აისახა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss