ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დუგლაძეები: ჩინეთში უკვე გვიცნობენ
ნინო შუბითიძე
22 იანვარი, 2019, 15:06
დუგლაძეები: ჩინეთში უკვე გვიცნობენ

თბილისი (GBC) –  დუგლაძეების ღვინის კომპანია  რებრენდინგზე აცხადებს.

კომპანიის დამფუძნებლის ზაალ დუგლაძის ინფორმაციით,  კომპანიის და მისი ღვინოების მაღალი ცნობადობა მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ საჭიროა განახლება, რასაც  ბაზარი ითხოვს. შესაბამისად,  ქართულ დასახელებებს საერთაშორისოც ემატება.

დუგლაძემ ახალ გეგმებზე  საექსპორტო მიმართულებითაც განაცხადა.  ის უკრაინის ბაზარზე აპირებს  პოზიციების გამყარებას, ახალი კამპანიით.  სამხრეთ კორეაში აპირებს  გააქტიურებას და  ამასთან,  ჩინეთში მიღწევებით „ტკბება“.

ზაალ დუგლაძის თქმით, „დუგლაძეების“ ღვინო  ჩინეთის  თითქმის ყველა პროვინციაშია წარმოდგენილი. 2018 წელს ექსპორტმა 1 მლნ ბოთლს გადააჭარბა, რაც  6 მლნ-იანი ექსპორტის ფონზე  სოლიდური  სტატისტიკაა.  

ღვინისა და კონიაკის მწარმოებელმა კომპანიამ გურჯაანში,  ახალი ქარხნის მშენებლობა  დაასრულა   და წარმოების ახალი  ობიექტიც  გახსნა.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები