| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Bloomberg -მა უმდიდრესი ბრიტანელის ტიტული ჯეიმს დაისონს მიანიჭა.
მტვერსასრუტების და მტვერსასრუტი რობოტების მწარმოებელი Dyson Ltd -ის 71 წლის დამფუძნებლის ქონება წლის დასაწყისიდან 4.52 მლრდ დოლარით გაიზარდა, მათ შორის მხოლოდ 1 დღეში 3.41 მილიარდით.
ახალა დაისონის ქონება 13.8 მილიარდია (Forbes-ის შეფასებით კი, მხოლოდ 5.6 მლრდ), რაც 700 მილიონით აღემატება რეიტინგის წინა ლიდერის ჯიმ რეტკლიფის ქონებას (13.1 მლრდ). ეს უკანასკნელი ქიმიური ჰოლდინგ Ineos -ის მფლობელია.
დაისონს ასეთ მკვეთრ გამდიდრებას Bloomberg-ი Dyson Ltd -ის რეკორდულ მაჩვენებელებს უკავშირებს. კომპანიის ბრუნვა 2018 წელს 28%-ით, 4.4 მილიარდ ფუნტამდე გაიზარდა, მოგება კი, 1.1 მილიარდ ფუნტამდე, რაც 33%-იან ზრდას აჩვენებს.
უმდიდრესი ბრიტანელების რეიტინგში მესამე ადგილზეა ჰიუ გროსვენორი, ვესტმინსტერის მე-7 ჰერცოგი. მისი ქონება 12.4 მილიარდია. პორტფელი ძირითადად უძრავი ქონებით არის შევსებული. 2018 წლამდე ჰიუ გროსვენორი გაერთიანებული სამეფოს უმდიდრეს ადამიანად იყო მიჩნეული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss