ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გიორგი სვანიძე ღვინის წარმოების გაზრდას გეგმავს
26 იანვარი, 2019, 00:18
გიორგი სვანიძე ღვინის წარმოების გაზრდას გეგმავს

თბილისი (GBC) - გიორგი სვანიძე "შატო სვანიძის" წარმოების გაფართოებას გეგმავს. 

ბიზნესმენის თქმით, საწარმო უახლესი იტალური დანადგარებით აღიჭირვება და შატოც 1.2 მლნ ბოთლი ღვინის  წარმოებას შეძლებს. 

„ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. ვერონაში გვქონდა შეხვედრები. ვგეგმავთ უახლესი იტალიური საწარმოო ხაზის შემოტანას", -  გიორგი სვანიძე ამბობს, რომ წარმოების გაფართოება  შემოდგომისთვის იგეგმება. თუ  მოლაპარაკებები გაჭიანურდება,  ასეთ შემთხვევაში პროცესი 2020 წლის შემოდგომამდე გადავადდება. 

ახალი პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი რამდენიმე მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ  " შატო სვანიძის" ღვინოები  უკვე ტიტულოვანია. მოსკოვში გამოფენა PRODEXPO-ზე  გრან-პრი „საუკეთესოთა შორის საუკეთესო“ და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ეტაპზე „შატო სვანიძე“ ჯერ ღვინოს მოკრძალებული მოცულობით უშვებს. სულ 20 000 -დან 50 000 ბოთლის ფარგლებში.  პროდუქცია ექსპორტზე გადის. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები