ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დელტას და როზენბაუერის სახანძრო ავტომობილებზე სუპერსტრუქტურის მონტაჟი მიმდინარეობს
13 თებერვალი, 2019, 16:05
დელტას და როზენბაუერის  სახანძრო ავტომობილებზე სუპერსტრუქტურის მონტაჟი მიმდინარეობს

თბილისი (GBC) -  ქართული „დელტასა“ და ავსტრიული „როზენბაუერის“  სახანძრო და სამაშველო ავტომობილების პირველი პროტოტიპების წარდგენა 2019 წელს მოხდება.

როგორც GBC -ს „დელტაში“ განუცხადეს სამმხრივი პროექტი აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია სუპერსტრუქტურას ქმნის, დელტა კი, ამ პროექტში შასების გაძლიერების მიმართულებით ჩაერთო.  

„აღნიშნული შასები ამ ეტაპზე გაგზავნილია ავსტრიაში, სადაც „დელტას“ კვალიფიციურ პერსონალთან ერთად  მიმდინარეობს სუპერსტრუქტურის მონტაჟი. პროექტის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს მანქანის საბოლოო დამამთავრებელი სამუშაოები დელტაში,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძღოლთა გადამზადება და საბოლოო მიმღებისთვის დასრულებული პროდუქტის გადაცემის პროცედურების განხორციელება“, - აცხადებენ ცენტრში.

როგორც ცნობილია, პროექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით, დელტას საწარმოო ბაზაზე სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია როზენბაუერთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები