| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტი (SOKENDAI) თანამშრომლობას აღრმავებენ.
მხარეებს შორის სამი მემორანდუმი გაფორმდა, რაც გულისხმობს სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.
პირველი მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაციასა და ქართველი დოქტორანტების ერთობლივად მომზადებას ეხება.
იაპონიის მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ქართველმა დოქტორანტებმა სწავლებისა და კვლევების ნაწილი იაპონიაში გაიარონ და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენონ KEK-ის და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. ასევე, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.
მეორე
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი
მიენიჭებათ, და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, დოკუმენტის თანახმად,
იაპონიის განათლების,
კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს.
მესამე
მემორანდუმი საქრთველოს ტექნიკურ და სოკენდაის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის
გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ეხება.
„მემორანდუმებში საუბარია იმაზეც, რომ განხორციელედება სადოქტორო ორმაგი პროგრამა და ცალ-ცალკე გაიცემა დოქტორის დამადასტურებელი ხარისხი, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე სოკენდაის უნივერსიტეტის მიერ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიური უნივერსიტეტისთვის, ვინაიდან საუბარია მაღალ ტექნოლოგიებზე, თანამედროვე ფიზიკაზე, ამ მიმართულებით მოხდება ერთობლივი პროგრამების დამუშავება და ჩვენი მკვლევარები აქტიურად ჩაერთვებიან იმ ფანტასტიკურ ლაბორატორიულ სივრცეში, რომელიც გააჩნიათ იაპონელებს. მოხარული ვართ, რომ ეს მემორანდუმები უკვე ხელმოწერილია“, - აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss