ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
28 თებერვალი, 2019, 14:45
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

თბილისი (GBC) - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, კონკურსი განსხვავებული წესით გამოცხადდა.

კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე პრედენდენტების ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა საკვალიფიკაციო მონაცემები, ხოლო მეორე ეტაპზე საფინანსო წინადადებები  შეფასდება. მთლიანობაში, კონკურსის ეს ფორმატი, პროცედურული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანას და შესყიდვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შედგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია. აქედან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესებულია, რომ პროექტთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს”, - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.  

გამოცხადებული კონკურსის ახალი ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები