| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ტოიოტა კავკასიამ (TCA) ახალი თაობის RAV4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია გამართა, ასევე წარადგინა ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (TSS) და ჰიბრიდ ტექნოლოგია.
წელს, ტოიოტამ მსოფლიოს სედანის მე-12
თაობა წარუდგინა. ახალი და გაუმჯობელებული 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, ახალი კოროლა პირველად იქნება აღჭურვილი 1.8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით.
კოროლა აგებულია ტოიოტას მოწინავე TNGA საინჟინრო პლატფორმაზე, რის შედეგადაც მისი
მართვა სასიამოვნო გამოცდილებაა. უფრო ხისტი ძარის და სიმძიმის დაბალი ცენტრის ერთობლიობა ამცირებს მოსახვევებში ძარის განივ დახრას, ხოლო ორბერკეტიანი საკიდარი უზრუნველყოფს უფრო
ეფექტურ ამორტიზაციას, რაც
მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. ხანგრძლივი მგზავრობისას დაღლილობის შესამცირებლად, კომპანიამ მძღოლის სხეულის მდგომარეობის ოპტიმიზაციაც მოახდინა.
შექმნიდან 40 წლის
შემდეგ Corolla-ს დღეს
მსოფლიოში 12 მილიონზე მეტი
მომხმარებელი ჰყავს. ახალი თაობის ავტომობილი ეკონომიურობითაც გამოირჩევა და კომბინირებული მართვის პირობებში 100 კმ-ზე
3.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
რაც შეეხება ახალი,
მეხუთე თაობის RAV4-ს - ის ინოვაციური სულისკვეთების საუკეთესო მაგალითია. ამ მოდელით
ტოიოტა გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების ერას წარმოგვიდგენს, რომელიც ტოიოტას უახლესი პლატოფრმის - GA-K-ს დამსახურებაა.
დაბალი
სიმძიმის ცენტრისა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიხისტის კორპუსის მქონე ახალი
RAV4 პირდაპირ მიანიშნებს ახალ ერაზე საავტომობილო
ტექნოლოგიებში. უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და
თავის კლასში წამყვანი საბარგულის მოცულობის (580 ლიტრი ) გარდა, ამ მოდელს გააჩნია
იმის თავისუფლება, რომ ძლიერი, დაბალ სახურავიანი დიზაინის ფონზე უჩვეულოდ მაღალი ძარით
მოიწონოს თავი. რაც შეეხება სალონს, იგი თავიდან ბოლომდე უმაღლესი ხარისხის მატერიითა
და მასალებით არის შექმნილი.
ახალი
2.0 პირდაპირი შეფრქვევის ბენზინის ძრავის გარდა, ახალი RAV4 ერთადერთია თავის კლასში,
რომელიც მყიდველებს თვითდატენვად, ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს - არჩევანს, რომელსაც
დასავლეთ ევროპაში მყიდველთა დიდი უმრავლესობა ემხრობა (2018 წლის მონაცემებით -
85 %). ახალი 2.5 ჰიბრიდული ძრავი 218 ცხენის ძალით (წინა წამყვანი თვლებით)
და 222 ცხენის ძალით (სრული ამძრაობის შემთხვევაში) ახალ, თავის კლასში ყველაზე ეკონომიურ
ბენზინის მოხმარებას (4.4 ლ / 100 კმ, წინა მოდელთან შედარებით, მოხმარება 13%-ითაა
შემცირებული) და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო გადაადგილებას (CO - 100გ/კმ) გვთავაზობს,
რაც ტოიოტა კავკასიის განცხადებით, თავისთავად აძლიერებს მყიდველთა ინტერესს.
ახალი
RAV4 ჰიბრიდი აღჭურვილია გაუმჯობესებული ელექტრონული AWD სისტემით, რომელიც უკეთ პასუხობს მოლიპული ზედაპირისა და გზის რთულად
სამოძრაო მონაკვეთების გამოწვევებს.
ავტომობილების შეძენა საქართველოში ოფიციალურ დილერებთან უკვე 15 იანვრიდანაა შესაძლებელი.
RAV4-ის ფასი 21,000$-დან (ექვივალენტი ლარში) იწყება, მას 6 ბენზინზე მომუშავე ძრავის კომპლექტაცია და 10 ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე კომპლექტაცია გააჩნია, ხოლო Corolla-ს კი 6 კომპლექტაცია გააჩნია ფასი კი 20,000$-დან (ექვივალენტი ლარში) იწყება.



| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss