ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მდიდრებისთვის ფულის დასაბანდებლად ყველაზე მომგებიანი იშვიათი სახეობის ვისკია
6 მარტი, 2019, 22:03
მდიდრებისთვის ფულის დასაბანდებლად ყველაზე მომგებიანი  იშვიათი სახეობის ვისკია

თბილისი (GBC) - საინვესტიციო მიმზიდველობით წლის პროდუქტი  იშვიათი სახეობის ვისკია, - ასეთია Knight Frank -ის დასკვნა, რომელმაც ახალი, ყოველწლიური რეიტინგი The Wealth Report- გამოაქვეყნა. რეიტინგი ასახავს პლანეტის ყველზე მდიდარი ადამიანების მიერ აუქციონებზე გადახდილ თანხას.  

აღმოჩნდა, რომ რარიტეტული სორტის ვისკი ყველაზე მომგებიანია. მისი  ღირებულება 1 წელიწადში 40%-ით გაიზარდა. მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობა აჩვენა ასევე ღვინომ, ხელოვნების ნიმუშებმა და ავტომობილებმა.

შოტლანდიურ ვისკიზე ფასის ზრდა აზიის ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ინდოეთში, ჩინეთსა და სინგაპურში გასული წლის I ნახევარში, ვისკის რეალიზაციის მაჩვნებელი  შესაბამისად, 44, 35 და 24 %-ით, გაიზარდა.

ყველაზე ძვირადღირებული 1926 წლის მოსავლით დაყენებული ვისკი Macallan აღმოჩნდა, რომელიც ირლანდიელი მხატვარის  მაიკლ დილონის მიერ არის  ხელით მოხატული.  ეს ბოთლი Christie's -ის აუქციონზე 1.2 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

ვისკის კვალად ინვესტიციების ჩასადებად პოპულარული იყო:

მონეტები (წლიური ზრდა 12%);

ღვინო და ხელოვნების ნიმუშები (+9%)

საათები (5%);

ავტომობილები (2%);

ავეჯი (1%).

ფერად ბრილიანტებსა და საფოსტო მარკებზე ფასი არ გაზრდილა, საიუველირო ნაწარმზე კი, ფასის კლება დაფიქსირდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები