| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Fitch -მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი გაუზარდა.
სააგენტომ უმსხვილესი გადამზიდავის რეიტინგი “B+”- დან “BB-” დონემდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ცვლილება საქართველოს სუვერენული რეიტინგის „BB“ -მდე ზრდამ განაპირობა.
სააგენტო მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კომპანია სახელმწიფო მხარდაჭერის მიღებას შეძლებს.
შეფასება ასევე ასახავს „საქართველოს რკინიგზის“ პოტენციური დეფოლტის შემთხვევაში ზომიერ სოციალურ-ეკონომიკურ და ძლიერ ფინანსურ შედეგებს, რაც Fitch-ის შეფასებით გაართულების კაპიტალის მოდერნიზაციის პროგრამას და საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივას.
Fitch -ი ელის, რომ 2019 – 22 წლებში დასტაბილურდება „საქართველოს რკინიგზის“ საოპერაციო მაჩვენებლები და ფულადი ნაკადების გენერირება. მათი შეფასებით, EBITDA 2018 წელს 170 მლნ ლარი იქნება, 2022 წლისთვის კი, 220- 240 მლნ ლარს მიაღწევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss