ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Georgian Airways-ს ტავ ჯორჯიას მიმართ 9 მილიონის დავალიანება აქვს
11 მარტი, 2019, 17:55
 Georgian Airways-ს  ტავ ჯორჯიას მიმართ 9 მილიონის დავალიანება აქვს

თბილისი (GBC) - ტავ ჯორჯიას განცხადება Georgian Airways-ის ბრალდებებ პასუხობს.

აეროპორტების მმართველი კომპანიის ცნობით, ავიაკომპანია Georgian Airways-ტავ ჯორჯიას მიმართ გააჩნია დავალიანება, რაც დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარს აღემატება და   ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის დაწესების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე.

იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, ტავ ჯორჯია იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. ტავ ჯორჯიას მიერ, Georgian Airways-ისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ავიაკომპანია უარს ამბობს დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები“, - აცხადებენ ტავ ჯორჯიაში.

მათი ინფორმაციით, ტავ ჯორჯიასა და Georgian Airways- შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა უკვე 14 წელს ითვლის და ამ წლების განმავლობაში ავიაკომპანია სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით და შეღავათებით, რასაც აეროპორტების ოპერატორი კომპანია საქართველოში ბაზირებულ, ეროვნული გადამზიდავი კომპანიის ხელშეწყობისთვის ახორციელებდა.

კერძოდ:

1. Georgian Airways - აქვს ექსკლუზიური უფლება თავად გაუწიოს სახმელეთო მომსახურება საკუთარ საჰაერო ხომალდებსა და მგზავრებს, რაც საგრძნობლად ამცირებს მათ საწარმოო ხარჯებს;
2. Georgian Airways - 2005
წლიდან სარგებლობს 50%დან - 80%-მდე ფასდაკლებით ტავ ჯორჯიას მიერ გაწეულ ყველა იმ მოთხოვნად სერვისზე, რაც აუცილებელია რეისის შესასრულებლად (ბოლო სამი თვეა ავიაკომპანია მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით მხოლოდ მისთვის გაწეული მომსახურების ღირებულის 50% იხდის); 
3. 2015
წლიდან Georgian Airways სარგებლობს ტავ ჯორჯიას მიერ ექსკლუზიურად მისთვის შედგენილი გადახდის სპეციალური გრაფიკით, რაც ზამთრის სანავიგაციო პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულების 50%-ის გადახდას ზაფხულის განმავლობაში გულისხმობს.
4. Georgian Airways –
ამ ეტაპზე არის ერთადერთი, თბილისში ბაზირებული ეროვნული ავიაკომპანია, რომელსაც ტავ ჯორჯიამ მგზავრთა მოსაკრებელი 24 USD-დან 19 USD-მდე შეუმცირა. (აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს თბილისში ბაზირებული ნებისმიერი ეროვნული ავიაკომპანია, რომლის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 50 000 აღემატება);
5. Georgian Airways - 2017
წლიდან სარგებლობს საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფით, რაც აღნიშნულ სერვისზე 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ტავ ჯორჯიას მიერ შემუშავებული ამ სპეციალური ტარიფით სარგებლობენ თბილისში ბაზირებული ავიაკომპანიები. 
6. Georgian Airways 2010 -
წლიდან სარგებლობს ტავ ჯორჯიას მიერ ადგილობრივ რეისებზე შემუშავებული სპეციალური ტარიფით. აღნიშნული შეღავათი ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს საგრძნობლად შეამციროს ხარჯები.

ამ ყველაფრის ფონზე Georgian Airways ქსენოფობიური განცხადებებით, უსაფუძვლოდ ახდენს ტავ ჯორჯიას დისკრედიტაციას და კვლავ აგრძელებს საზოგადოების დეზინფორმაციას. 
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია ტავ ჯორჯია უკვე 14 წელზე მეტია, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, მოზიდული ავიაკომპანიების რაოდენობითა და მგზავრებისთვის ახალი მიმართულებების შეთავაზებით, ქართული საავიაციო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები