| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში აღსრულების მაღალ რისკებს ხედავს.
გავლენიანმა სააგენტომ პროექტის შესახებ შეფასება „ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ რეიტინგის გაზრდის ანგარიშში დაწერა. Fitch-მა კორპორაციას რეიტინგი BB -მდე გაუუმჯობესა, პერსპექტივა "სტაბილურით".
სააგენტო აღნიშნავს, რომ GOGC განიხილავს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $270 მილიონია. თავდაპირველად მშენებლობა 2017 წლიდან გადავადდა, თუმცა ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშენებლობა 2019 წელს დაიწყება, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში EBITDA-ში კონტრიბუციის გარეშე.
„Capex-ის ზრდის შედეგად, ველით, რომ კომპანიაში თავისუფალი სახსრების ბრუნვა ნეგატიური იქნება, საშუალოდ 120 მილიონ ლარამდე 2018-2022 წლების განმავლობაში. ჩვენ ასევე ვხედავთ აღსრულების მაღალ რისკებს მსგავს პროექტში, განსაკუთრებით წინა პროექტებთან შედარებით“, - აცხადებს სააგენტო.
Fitch-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობის და გაზის კორპორაცია 2018-2022 წლებში სოლიდურ საკრედიტო მაჩვენებლებს შეინარჩუნებს.
„EBITDA-ს ჩვენი ნავარაუდები შემცირება 2019 წელს ასახავს გაზის მიწოდების მარჟის შემცირებას, რაც ვფიქრობთ აღდგება მაშინ, როდესაც ნავთობის და გაზის კორპორაციის წილი გაიზრდება შაჰ დენიზი 2-ის იაფი გაზის პროექტში ჯამური გაზის შესყიდვებიდან 2020 წლიდან და ასევე მეორე თბოსადგურის გაშვების შედეგად გარდაბანში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
როგორც ცნობილია, გაზსაცავი სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე აშენდება. სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყება და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.
ვინ ააშენებს გაზსაცავს ეს ტენდერის შედეგად გახდება ცნობილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss