| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.
ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.
სააგენტოს ცნობით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 39% (1032400 ბოთლი), ჩინეთი – 23% (1372839) და აშშ – 165% (182025); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა – 21% (134376), ესტონეთი – 18% (142112), საფრანგეთი – 41% (34170), შვედეთი – 313% (9000), ბულგარეთი – 161% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი – 15% (13279083), ბელარუსი – 36% (317280), მონღოლეთი – 7% (66012) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (13279083), უკრაინა (1419222), ჩინეთი (1372839), პოლონეთი (1032400) და ყაზახეთი (560460).
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო „ქინძმარაული“
– 3677356 ბოთლი, მას მოსდევს „მუკუზანი“
– 1209406, „წინანდალი“
– 890458, „ახაშენი“
– 422220, „ხვანჭკარა“
– 226072 და ასე შემდეგ.
წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss