| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -„ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას“, - განაცხადა გალერიას ახლადგახსნილი სასტუმროს „რადიუსი“ გენერალურმა დირექტორმა ელენე შარიქაძემ.
ბაზისბანკის და თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებული 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი.ხუთი სხვადასხვა
კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ
ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში.
“ბაზისბანკს სასტუმრო ბიზნესის დაფინანსების დიდი გამოცდილება აქვს, დედაქალაქში და რეგიონებში.
პრიორიტეტულია ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ტურიზმის განვითარება“, - განაცხადა
ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიგი გაბუნიამ.
სასტუმროს დიზაინერია „დეფანი“.
დიზაინი თანამედროვე ურბანული ცხოვრების სწრაფ რიტმს განასახიერებს, განსაკუთრებულ იერს თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნამუშევრები სძენს.
„რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც
2015 წელს დაარსდა და შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ ოპერატორია. ის საქართველოში,Marriott International - ის ფრანჩიზის
ოფიციალური ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss