| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სილქნეტი ერიქსონთან სტრატეგიული პარტნიორობით ჯეოსელის ქსელში 4,9G ტექნოლოგიას
ნერგავს.
სიახლები პარტნიორობის ფარგლებში:
• თბილისის
ცენტრალურ ნაწილში, კომერციულად გაეშვა საქართველოში პირველი, ზემაღალი სიჩქარის,
გიგაბიტ ელტეის ქსელი, (ეგრეთწოდებული 4.9G). გიგაბიტ ელტეი - Gigabit LTE (4.9G)
ტექნოლოგიის მეშვეობით აბონენტები
7-ჯერ უფრო სწრაფი, 1000 მბ/წმ-მდე სიჩქარის მობილური ინტერნეტით
ისარგებლებენ.
• მომდევნო
და მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი ერიქსონთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის
ფარგლებშიც ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი მთელი ქვეყნის
მასშტაბით, რაც რამდენიმე ასეულ მიკრო და ასევე ახალი საბაზო სადგურების
მშენებლობას ითვალისწინებს. ამ
სამუშაოების შედეგად, ჯეოსელის აბონენტები 4.5G
მობილურ ინტერნეტ მომსახურებას მთელს საქართველოში მიიღებენ.
სილქნეტის გენერალური დირექტორი,
დავით მამულაიშვილი: „ჩვენი მიზანია, ყოველთვის პირველებმა მივაწოდოთ მომხმარებელს
უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის მომსახურება და ვიყოთ ლიდერები
საქართველოს ბაზარზე. სამუშაოები დასრულდება შემოდგომაზე. ამით, დავასრულებთ ჯეოსელის
შერწყმის გრძელ და საპასუხისმგებლო პროცესს. მთელს საქართველოში მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის მობილურ ინტერნეტს
შევთავაზებთ. თბილისის ცენტრალურ უბნებში კი, გიგაბიტ ელტეი - 4.9G ქსელს,
რაც წინა ტექნოლოგიებთან შედარებით 7-ჯერ
უფრო სწრაფია და მობილური ინტერნეტის სიჩქარე 1000 მბ/წმ-მდე აღწევს“.
იაროსლავ ნათსაკი, ერიქსონის
უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის რეგიონის გენერალური მენეჯერი: „მოხარულები
ვართ, რომ სილქნეტმა, ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში პირველმა, განახორციელა
გიგაბიტ ელტეი (Gigabit LTE) ქსელის კომერციულად გაშვება. ეს მნიშვნელოვანი
მიღწევა ჩვენი და სილქნეტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, რომლის მიზანი მსოფლიო
დონის ქსელის უზრუნველყოფაა".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss