| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნესფორუმის 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა. სესია თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა და მან ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა - რატომ უნდა გახდეს ყველა ბიზნესი ციფრული და რა როლი აქვს მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში.
სპიკერმა ნინო ოხანაშვილმა HR-ის მიმართულებით მრავალწლიანი
საკონსულტაციო გამოცდილებით, ლიდერობის ხელოვნებაზე ისაუბრა და შეეცადა ეპასუხა „როგორ უნდა გახდეს ლიდერი სხვებისთვის მოტივატორი?“
მცირე ბიზნესის გამოწვევებზე NEXIA TA-ს მმართველმა პარტნიორმა
- გელა მღებრიშვილმა ისაუბრა; აგროეკოლოგმა - დავით ბირკაძემ აგროტურიზმზე; SavvY Consulting მმართველმა პარტნიორმა - მარიამ ქოიავამ კი IFRS-ის სიახლეები, რეგულაციები
და უპირატესობები გააცნო ფორუმზე შეკრებილ მეწარმეებს.
ფორუმი
თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა - ალექსანდრე მაყაშვილმა დაასრულა თემით
- „თავი თუ სახელი“ ანუ ნდობა, როგორც მთავარი აქტივი ბიზნესში.
ამით
ფორუმის I ნაწილი დასრულდა და მონაწილეები ინტერესის სფეროების მიხედვით, ვორქშოპებზე გადანაწილდნენ.
· „ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია“ - ვორქშოპი თიბისის ციფრული მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა - ტატო ნორაკიძემ ჩაატარა. „როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი“ - გვანცა ძნელაძე (ექსპორტის განვითარების სააგენტო). „სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრია“ - ქეთევან ალიმბარაშვილი (აგარარული უნივერსიტეტის ლექტორი).
„როგორ შევაფასოთ საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესში“ - შალვა ახრახაძე (საკონსულტაციო კომპანიის - „ფინანსური ლაბორატორიის“ მმართველი პარტნიორი).ა.
ბიზნესფორუმი აჭარისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ გზას საქართველოს
სხვა რეგიონებისკენ გაუყვება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss