| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – EBRD-ი "ჩირინას" 4 მილიონ ევროს გამოუყოფს. ვერტიკალურად ინტეგრირებულ, წარმოების 50%-ით გასაზრდელად. ევრობანკი დააფინანსებს 14 ი ბროილერის ფერმის აშენებას პროექტი ისარგებლებს €99,000 წამახალისებელი გრანტით, რომელიც მიზნად ისახავს ახალ ფერმებში თანამედროვე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას.
EBRD-მა შპს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო ბანკის საერთაშორისო საკონსულტაციო სერვისების მიწოდებით, რაც
ევროკავშირის მიერ EU4BUSINESS ინიციატივის ფარგლებში ფინანსდებოდა.
შპს „ჩირინა” 2011 წელს Greenfield-ის (ახალი ბიზნეს ინიციატივები) სახით, ბიზნესმენმა რევაზ
ვაშაკიძემ დაარსა.
სურსათის უვნებლობის მართვის საუკეთესო პრინციპების
გათვალისწინებით, შპს „ჩირინა" უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას წარმოების
მთელი ციკლის განმავლობაში - კვებისათვის საჭირო მარცვეულის კულტივაციიდან საბოლოო
პროდუქტის დისტრიბუციამდე. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც ხდება სიმინდისა და ხორბლის მოყვანა. პროდუქტის ხარისხისა
და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.
ეს სწორედ იმ ტიპის პროექტია, რომელსაც EBRD სიამაყით დაუჭერს მხარს და მომავალშიც ვისურვებდით მსგავსი ტიპის თანამშრომლობას სხვა ადგილობრივ მრეწველებსა და მწარმოებლებთან, დაფინანსების სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით“ - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყებიდან, ბანკმა განახორციელა 3.37 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 234 პროეტში საფინანსო, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგო სექტორებში. ამ ინვესტიციების 90 პროცენტი კერძო სექტორის განვითარებაზეა მიმართული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss