ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ანაკლია არც ფოთი და არც სხვა, შეუძლებელია შედიოდეს რუსეთის ინტერესში -ქობულია
26 ივლისი, 2019, 22:48
ანაკლია არც ფოთი და არც სხვა, შეუძლებელია შედიოდეს რუსეთის ინტერესში -ქობულია

თბილისი (GBC) – “ეს ბირჟები იმიტომ კი არ რეაგირებენ ამ დაკავებაზე, რომ კონკრეტულად მამუკა ხაზარაძეა, არამედ იმიტომ, რომ კანონის უზენაესობის მოლოდინი არ არის”, - ანა დოლიძემ რამდენიმე საეჭვო გარემოებას შორის, რთული შემადგენლობის საქმის  გამოუცდელი მოსამართლისთვის ჩაბარებაზეც აღნიშნა, რომელიც თელავიდან  თბილისში 3 კვირის წინაა გადმოყვანილი.

 პირველებში“  (TV პირველი)   ხაზარაძე/ჯაფარიძის ₾700 000-700 000 გირაოს შეფარდების  საქმე იურისტებმა, პოლიტიკოსებმა, ეკონომისტებმა შეაფასეს და მათ შორის იყო ექსმინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც ვერ გაერკვა რაში ედება ბრალი თიბისის და ანაკლიის  კონსორციუმის დამფუძნებლებს.

მან  სახელისუფლო ლაფსუსებზეც განაცხადა, რიგი საკითხების მინისტრთა კაბინეტის მიღმა გადაწყვეტის პრაქტიკაზე. მიკერძოებულ გარიგებებსა და  ნეპოტიზმზე, რომელიც  სახეობების მიხედვით ჩამოთვალა, მათ შორის არამხოლოდ ფასიანი. „ვიღაცა ჩინოვნიკთან რატომ უნდა  მივიდეს და იმან  რაღაც რატომ  უნდა  გაუკეთოს“, - ქობულიას არ უნდა  ამ მისიის შემსრულებელი იყოს და როგორც თავად თქვა მსგავს უფასო გარიგებებში არც აღებინებდნენ მონაწილეობას.

 ის ბოლოდროინდელი მოვლენების პოლიტიკისგან გამიჯვნას შეეცადა. ქობულიას ანაკლიის პროექტის არსებული ფორმატით განხორციელება ეეჭვება. მაშინაც კი მთავრობას გარანტიები რომ გაეცა. მიაჩნია, რომ  პოლიტიკური მოტივით პროექტის გაჭიანურების ნაცვლად, მთავრობამ ის უნდა შაეფასოს და გადაწყვეტილების მიღების შნო ეყოს, რომ ანაკლიამ სხვა დაუსრულებელი პროექტების ბედი არ გაიზიაროს, მათ შორის შემოვლითი რკინიგზის, რომელზეც ბევრია დახარჯული.

 მიაჩნია, რომ ფსკერის დაღრმავების გარდა, ანაკლიის პროექტი სხვა კვლევებსაც საჭიროებს, რაც 2 ზღვაზე,  6-ჯერ გადატვირთვის პირობის  გადამზიდავისთვის  ხელსაყრელობას  დაადასტურებს.  2 ზღვა და  6 გადატვირთვა უნდა გაიაროს ფოთის პორტის ტვირთმაც, მაგრამ  არ გამორიცხავს, რომ  უფრო ნაკლები საინვესტიციო ბიუჯეტით გახდეს შესაძლებელი მიზნის მიღწევა.

„არც ანაკლია, არც ფოთი და არც რაიმე  სხვა არ შეიძლება შედიოდეს  რუსეთის ინტერესში, რადგან  საქართველოს დერეფანმა ტვირთი უნდა წაართვას“. - რუსეთის პოლიტიკური ინტერესები მას უჩვეულად არ ეჩვენება, თუმცა მიაჩნია, რომ დივერსიფიკაციაზე ზრუნვის პარალალურად, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესი, მათ შორის, ტურისტული, გამოსაყენებელია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები