| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - მაგთიკომმა უახლესი ტექნოლოგია eSIM (Embedded SIM - იგივე
"ჩაშენებული ბარათი") დანერგა, პირველმა საქართველოში.
eSim
მობილური მოწყობილობის ძირითად მიკროსქემაზე მიმაგრებული მიკროჩიპია ( 6 მმ
სიგრძის და 5 მმ სიგანის მართხკუთხედი),კლასიკური Sim ბარათის ფუნქციით.
GSMA
(eSim-ის სტანდარტის შემქმნელი, მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის და ეკოსისტემის
ოპერატორი) აღნიშნავს, რომ Sim-ი არ ქრება
და მისი როლი მობილურ კავშირგაბმულობაში იგივე რჩება. იცვლება მხოლოდ ფიზიკური
ფორმა და შესაბამისად, იმ წესებისა და პროცედურების ნაწილი, რომელიც უწინ
პლასტმასზე დატანილი Sim-ების დამზადების, პერსონალიზაციის, გავრცელებისა და
შემდგომში მართვისთვის გამოიყენებოდა.
eSim-ით
აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები; iPhone Xr, iPhone Xs, iPhone Xs
Max, Google-ის Pixel 3 და Pixel 3 XL. გარდა ტელეფონებისა, eSim ინტეგრირებულია
Apple Watch Series 3, Apple Watch Series 4 და Samsung Gear S3 "ჭკვიან
საათებში".
მაგთიკომის
განცხადებით, eSIM-ის მხარდაჭერა აქვს საქართველოში Apple-ის ოფიციალურ
რესელერებთან შეძენილ შემდეგ უახლეს მოდელებს: iPhone XR , iPhone XS, iPhone XS
MAX, თუმცა, eSIM-ის მხარდაჭერა შესაძლოა, ჰქონდეს სხვა მოდელებსაც, კონკრეტულ
მწარმოებლებთან დაზუსტებით.
eSIM-ის
გააქტიურება SIM ბარათთან ერთადაც შესაძლებელია
და შესაბამისად, 2 ნომრით ერთდროულად სარგებლობა. eSIM-ს ოპერატორისგან ერთჯერად
QR კოდით გაიაქტიურებს.
eSIM-ით
თითოეული სააბონენტო ნომრის ქსელში ჩართვის ღირებულება - 10 ლარია, არსებული
აბონენტისთვის სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის ღირებულება - 10 ლარი, eSIM-ის
დაზიანების/წაშლის შემთხვევაში, eSIM-ის შეცვლის ღირებულება - 5 ლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss