| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „ბლუმბერგის მედია ჯგუფთან"თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ოფიციალურ წარმომადგენელს გლობალურ ბაზრებზე ტოდ ბაუერს ნათია თურნავა შეხვდა. „ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაში დაეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ბლუმბერგ მედია ჯგუფს“ შორის კონტრაქტი გაფორმდა. „ბლუმბერგის“ მედიაპლატფორმასთან თანამშრომლობის შედეგად ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც განახორციელა.
ისაუბრეს, საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის წარდგენას ახალი ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც 2018 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო მიმდინარე წელს ჩინეთში გაიმართება.
ფორუმი მიზნად ისახავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გაზიარებას.შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss