ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში Heineken -ის წარმოება დაიწყო
15 აგვისტო, 2019, 12:55
საქართველოში Heineken -ის წარმოება დაიწყო

თბილისი (GBC) - საქართველოში Heineken -ის წარმოება დაიწყო.

წარმოების დაწყების რამდენჯერმე გადავადების შემდეგ,  „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილმა „გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ Heineken -ის  ბრენდის ლუდის ჩამოსხმა 2019 წლის ივლისში დაიწყო.

„საქართველოს კაპიტალის“ ცნობით, კომპანიამ 2019 წლის პირველ ნახევარში 4 ახალი დასახელების ლუდი გამოიტანა ბაზარზე, მათ შორისაა ლუდი „ყაზბეგი“, რომლის გამოყენების უფლება მარტში შეიძინა და Amstel -ი. შედეგად, ლუდის ბიზნესში EBITDA -ს მაჩვენებელი ივლისში დადებითი იყო და 0.6 მლნ ლარი შეადგინა.

მთლიანობაში კომპანია ივნის-ივლისში სრული დატვირთვით მუშაობდა.

წლის პირველ 6 თვეში ლუდის ბიზნესიდან შემოსავლები 37.7%-ით გაიზარდა და 18.2 მლნ ლარს გადააჭარბა. ჯამური მოგება 9.4%-იან ზრდას აჩვენებს  და 4.86 მლნ ლარს აღემატება.

სასმელების ბიზნესიდან (ლუდი, ღვინო, დისტრიბუცია) შემოსავალი „საქართველოს კაპიტალს“ 52% -ით გაეზარდა 46.2 მლნ ლარამდე. ჯამური მოგება 16.6 მილიონი იყო, თუმცა წმინდა ზარალი 24.7 მლნ შეადგენდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები