| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“
დატოვა.
სააგენტო "აქცენტის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს.
კონტი და თიბისი ჰოლდინგი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" თანაბარ 42-42%-იან წილს ფლობდნენ.
კონტი ჯგუფის მფლოებლი 2019 წლის იანვარში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოდან გავიდა, მაშინ მიზეზად ანაკლიის პროექტის აქტიურ ფაზაში გადასვლა დასახელდა, რის გამოც გადაწყვეტილებების მიღებითვის საბჭოს მუშაობაში მისი წევრების ყოველდღიურ ჩართულობა იყო აუციელებელი.
რა ბედი ელის პროექტს, რომელის დაწყება ისედაც გაჭიანურებული იყო, უცნობია.
ამ თვის ბოლომდე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პოსტებს ტოვებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
”მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, - ”თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ან ანაკლიის პორტის პროექტთან) ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან.
კონსორციუმმა განაცხადა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე და საფრანგეთის ერთი მოქალაქე. კერძოდ,
მაიკლ ქაუგილი ( საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი); თედ ჯონასი - საერთაშორისო იურიდიული კომპანიის Dentons-ის უფროსი მრჩეველი) ჟან-პატრიკ ვუაზა (Concorde Capital-ის პრეზიდენტი) საბჭოში თვის ბოლოს შევლენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss