| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) 2019 წლის პირველი ნახევარი 31,3 მლნ-ის წმინდა მოგებით დაასრულა. მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.
კომპანიამ ₾472,9 მლნ-ის შემოსავლი მიიღო, 12,7%-ით მეტი ვიდრე 2018 წლის
ანალოგიურ პერიოდში. EBITDA-ს ზრდა
20%-მდეა და ₾74.8 მლნ შეადგინს.
GHG-ის
მოგებასა და შემოსავლებში განსაკუთრებული წილი ფარმაცევტულ საქმიანობზეა მოდის. მხოლოდ
ამ სეგმენტიდან კომპანიამ ₾295.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო (+16.1%), წმინდა მოგება კი ₾20,4 მლნ-ია (+5,7%). მზარდია სამედიცინო დაზღვევის ბიზნესიც, GHG-იმ ამ სეგმენტში
36,4 ₾მლნ-ის პრემია გამოიმუშავა, წმინდა მოგება ₾1.5 მლნ-ია, მაშინ როდესავ ამ მაჩვენებელმა
2018 წლის იანავრ-ივნისში მხოლოდ 0,2 მლნ შეადგინა.
უმსხვილესი სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიის CEO ნიკოლოზ გამყრელიძე
შედეგებით კმაყოფილია და ბოლო პერიოდში ჯგუფში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების
თვალსაჩინოებაზე აღნიშნავს, განსაკუთრებით საამაყოა ჯგუფის ყველა სეგმენტში შემოსავლების
ორნიშნულიანი ზრდა და გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება თითოეულ
სეგმენტში გაფართოების, ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის ხარჯზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss