| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თიბისი პლატფორმა My.ge -ს საკონტროლო პაკეტს ყიდულობს.
ბანკის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება ჯგუფის დამფუძნებელ ლაშა და კახა გიგიტელაშვილებთან ელექტრონული კომერციის პლატფორმების მქონე My.ge Group -ის 65%-იანი წილის შეძენაზე.
გარიგების ღირებულება 19.45 მლნ ლარია, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი შეფასებულია 29.93 მლნ
ლარად. თიბისის აქვს უფლება, გარკვეული პირობებით, დარჩენილი 35%-იც გამოისყიდოს.
ჯგუფი ფლობს პლატფორმებს
myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge და myjobs.ge. ჯგუფში შემავალ საიტებს ყოველთვიურად
1.7 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ლიდერია, მაგალითად ავტომობილების რეალიზაციის ბაზარზე. უძრავი ქონების ბაზარზე კი მეორე ადგილზეა 30-40%-იანი წილით.
2018 წელს ჯგუფის
აქტივები 3.3 მილიონ ლარ, ამონაგები კი, 4 მლნ ლარს შეადგენდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss