| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისის აეროპორტში ტაქსების სერვისის მომსახურებით 6 კომპანიაა დაინტერესებული. როგორც AviaNews-ს TAV Georgia-ში განუცხადეს, მიმდინარეობს განაცხადების განხილვა,
რის შემდეგაც შეირჩევა მხოლოდ ერთი კომპანია და გაფორმდება ხელშეკრულება.
TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვა 16 ივლისს გამოაცხადა.
პირობების
მიხედვით ავტომობილები უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, ტექნიკურად გამართული
და უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა; ავტომობილები აღჭურვილი
უნდა იყოს ტაქსომეტრით; აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს
არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება, მათ შორის მოფრენის ტერმინალის წინ
არანაკლებ 10 ავტომობილისა, დანარჩენი სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე;
ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი
და წარწერით "აეროპორტის ტაქსი“; ავტომობილების
საბარგული გათვალისწინებული უნდა იყოს დიდგაბარიტიანი ბარგისათვის, მაგ. 3 ერთეული
30 კგ.-იანი ზომის ჩემოდნის ან ჯამურად ანალოგიური ზომის
ბარგისათვის; მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა
იქნას მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით; ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც
ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა.
მძღოლები უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss