| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისში სასტუმრო "ჰილტონ თბილისის"
გახსნა გადავადდა.
"ჰილტონ
თბილისი" 2019 წლის
ნაცვლად, 2021 წლის 18 ნოემბრამდე უნდა გაიხსნას. კომპანია „გრანატი“ ვალდებულებას
იღებს 20 მილიონის ნაცვლად, 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
შეგახსენებთ,
2015 წლის ბოლოს, კომპანია „გრანატსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული
ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე
ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის 5
ვარსკვლავიანი სასტუმრო. მანამდე, კოსტავას ქუჩაზე, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო
„ჯორჯიან ფროფერთის"
"ინტერკონტინენტალის" ბრენდით უნდა აეშენებინა.
პირველადი
საპრივატიზაციო ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მშენებლობა 2008 წელს უნდა
დაწყებულიყო, თუმცა, ამის შემდგომ ინვესტორის მხრიდან პირობა რამდენჯერმე ვერ
შესრულდა და ხელშეკრულებაც გადაიხედა.
„ჯორჯიან
ფროპერთის" 2007 წლის 15 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის
ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო ეპატია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss