ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ავთო წერეთელი: რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია
22 აგვისტო, 2019, 11:15
ავთო წერეთელი: რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია

თბილისი (GBC) – ეხლა რაც არ უნდა იხტუნაონ,  მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია, -  თიბისის  17  მილიონის  სესხის ბენეფიციარი, ბიზნესმენი  GBC- სთან ჯერ კიდევ თებერვალში  ირწმუნებოდა,  რომ ბანკის მიერ ვალის ჩამოწერის თაობაზე  ტყუილი ვრცელდება. 

 „ჩამოწერა ერქვა ახალახანს რომ განხორციელდა. თიბისიმ  მსესხებლებს 10 მილიონი რომ  ჩამოაწერა  და რატომ ამაზე არაფერს ამბობენ“, - აცხადებდა  ავთო წერეთელი სააგენტოსთან მაშინ. 

ავთო წერეთელი განმარტავდა, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძეს მან თავისი ფული ასეხა - აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც  უნდა იმას მისცემდა.

 მან აღნიშნა, რომ ახლა ვალი ისრაელის კომპანიის  Martello Group  გადასახდელია. ნაწილი, 25 000 -ზე მეტი ბანკში მას აქვს შეტანილი. ბიზბნესმენმა  გაიხსენა წინა წლების მოვლენები, როცა მიწის ნაკვეთების შესყიდვა დაუბლოკეს.  ასევე სესხის გადავადებაზეც განმარტა,  რომ 2008 წლის  საომარი მოქმედებების  გამო, ბიზნესისთვის იმ პერიოდში გარკვეული შეღავათები იყო.

ამბობდა, რომ ბანკთან შემხებლობაში მას ხაზარაძე/ჯაფარიძესთან ურთიერთობა არ აქვს, პირადი ურთიერთობები კი სხვაა.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ ბიზნესმენის წინააღმდეგ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები