ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტყიბულის ნახშირი თურქეთში გაიყიდება
27 სექტემბერი, 2019, 19:55
ტყიბულის ნახშირი  თურქეთში  გაიყიდება

 თბილისი (GBC) – “ვისურვებდი  ტყუბულში ჩასვლას ნოემბერში, ნახშირის მოპოვების ერთად ზეიმისთვის, -  კერძო სექტორის პრობლემების ცენტრალიზებულად მოგვარებაზე, ეკონომიკის მინისტრმა  „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, რომ  ბიზნეს, სოციალურ და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს კერძო სექტორი, მთავრობა კი მკაცრად გამკონტროლებელი.

მისი ინფორმაციით, სამინისტრო საქნახშირის ახალი ინვესტორისგან ინსტრუქციას ელის, შრომის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად და ასევე საინვესტიციო გეგმას. მისივე თქმით, Steel International Trading Company-ისგან დამაჯერებლი დაპირება მიიღო. როგორც შეთანხმდნენ სახელფასო დავალიანება ორშაბათს გასტუმრდება. ასევ აღნიშნა ყოფილი მფლობელის GIG -ის მიერ საიმედო ინვესტორის  მოძიების შესახებ, რომელსაც მადნების, კოქსის, ნახშირის თრეიდინგის გამოცდილება აქვს.  მოპოვების გამოცდილება კი კომპანიის უკრაინელ პარტნიორს.

BMG – ის ინფორმაციით,  საშა ჩოჩია  (კომპანიის მენეჯერი)  8 მლნ-ის  ინვესტირებაზე აცხადებს, პირველ ეტაპზე. მოპოვებული ნახშირი თბოსადგურებისთვის ადგილობრივ ბაზარზეც გამოიყენება და ასევე განიხილება შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ექსპორტი, თურქეთსა და უკრაინაში. თურქეთის ბაზრისთვის საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება საქართველოს პროდუქცია".

 

რეესტრის მონაცემებით,  ჩოჩია 2018 წლიდან შპს "ჯორჯიან მანგანეზ მენეჯმენტის" დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. თავად ჩოჩია ამბობს, რომ  კომპანია არ ფუნქციონირებს, მას კი "ჯორჯიან მანგანეზთან" კავშირი არ აქვს.

 

2018 და 2017 წლებში "საქნახშირმა" 21 და 16 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. კომპანიის ახალი მფლობელი ამბობს, რომ ქვანახშირის წარმოების ზრდის შემთხვევაში, შახტების მომგებიანად ოპერირება არის შესაძლებელი, "წარმოების გაზრდით შესაძლებელია კომპანიის მოგებაზე გაყვანა".

 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ინფორმაციით, Steel International Trading Company-სთან ერთად პროექტში კომპანია Coal of Georgia-ც არის ჩართული. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია საქართველოში 2019 წლის 15 აპრილს დაფუძნდა და მის მფლობელს უკრაინული კომპანია "უკრსპეცტექნიკა" წარმოადგენს. თავად "უკრსპეცტექნიკას" ამონაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიის 95%-იანი წილი უკრაინის მოქალაქეს ივან მაკაროვს, 5%-იანი წილი კი ასევე უკრაინის მოქალაქეს ლიდია ობორნას ეკუთვნის.

 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მმართველობითი ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ტყიბულის შახტებში 2018 წელს 115,060 ტონა ქვანახშირი, 2017 წელს კი 224,946 ტონა მოიპოვეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "საქნახშირის" ვალდებულებები 63 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიხედვით, ტყიბულში ნახშირის დამტკიცებული მარაგები 331 მილიონ მეტრულ ტონას შეადგენს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები