| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 4 ოქტომბერს,
17:45 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე მაიკლ კაუგელი, კონსორციუმის გენერალური
დირექტორი ლევან ახვლედიანი, USAID „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე,
ანაკლიის საგრანტო პროგრამის ბენეფიციარს მოინახულებენ და ანაკლიის სასწავლო
ცენტრში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებსა და სასწავლო პროგრამის
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემენ.
ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss