| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბოლო ემისიის დაფარვიდან რამდენიმე თვეში, ნიკორა ლარის ობლიგაციებს უშვებს. 30 მლნ ლარამდე განთავსებაზე ხვალ განაცხადებს (განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალი).
ფული გაფართოებისთვის სჭირდება 2020 წლის ბოლოსთვის 450-მდე სავაჭრო ობიექტი უნდა რომ ჰქონდეს. ამ დროისთვის 250-ზე მეტი მაღაზიაა. კომპანიის ქაღალდები ბირჟის B ლისტინგში ივაჭრება.
როგორც იცით ემიტენტი კომპანია (A,B ლისტინგი) საგადასახადო შეღავათებით არის წახალისებული, დივიდენდი და პროცენტი 5%-იანი მოსაკრებლისგან გათავისუფლებულია. გათვალისწიენებულია საშემოსავლო შეღავათი საცალო აქციონერისთვის რეალიზაციით მიღებულ ნამეტზე (-20%), კორპორაციული აქციონერი ( იურიდიული პირი) მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. ამასთან 0%-ია ემისიის მოსაკრებელი.
ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები კი მაღალრეიტინგულობის გათვალისწინებით, გირაოდ გამოიყენება (მაგ: ბანკი ბონდების უზრუნველყოფით სებ-ისგან რეფინანსირების სესხს იღებს).
სს ”ნიკორა ტრეიდს” Scope Ratings-ის B+, მის ობლიგაციებს კი BB - რეიტინგი აქვს. კვების და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში, ამ ნიშნით, პირველია
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კომპანია პირველად გალტ&თაგარტმა გაიყვანა, კუპონური ობლიგაციებით. შემდეგ დიკონტურის ემისიებიც დაიწყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss