ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდი: წყალტუბოს სრულყოფილი საინვესტიციო პაკეტი მხოლოდ ივანიშვილმა შეკრა
31 ოქტომბერი, 2019, 17:35
საპარტნიორო ფონდი: წყალტუბოს სრულყოფილი საინვესტიციო პაკეტი მხოლოდ ივანიშვილმა შეკრა

თბილისი (GBC) - წყალტუბოს ტურისტული ინფრასქტრუქტურის განვითარების პროექტს საპარტნიორო ფონდი ეხმაურება, რამდენად  მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლისთვის, რეგიონში ინვესტიციების ზრდისთვის, ტურიზმის ხელშეწყობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და ზოგადად, იმერეთის მხარის ეკონომიკის გაძლიერებისთვის - საპარტნიორო ფონდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წყალტუბოს კურორტის განვითარების კონცეფცია „საპარტნიორო ფონდმა“ 2015 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl&Partner-თან ერთად, კურორტის შესაძლებლობების კვლევის საფუძველზე შეიმუშავა.  იმავე წელს პროექტის პრეზენტაცია  საფრანგეთში (კანი) უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე (MIPIM) გაიმართა. შემდგომში  არაერთ ბიზნეს ფორუმსა და გამოფენაზე  ასევე, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში. ადგილობრივი და  უცხოელი ინვესტორებთან. თუმცა, ამ მასშტაბური პროექტის სრულფასოვნად განსახორციებლად ვერ მოხერხდა მსხვილი ინვესტორის მოზიდვა.  ინტერესი გამოხატული იყო, მხოლოდ კონკრეტული სანატორიუმების ან სასტუმროების მიმართულებით. რაც მთელი კურორტის განვითარების კონცეფციის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა და წყალტუბოს კურორტის განვითარების მაშტაბური პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იყო მოკლებული.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, არის ერთგვარი გარანტი, რომ ეს მასშტაბური პროექტი სისრულეში მოვა და წყალტუბო, როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტი თავისი ტრადიციულ ფუნქციის აღდგენასთან ერთად, გახდება რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები