ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Gazelle Fund -მა თხილის გადამამუშავებელი კომპანია NUTSGE 1.1 მილიონით დააფინანსა
5 ნოემბერი, 2019, 11:54
Gazelle Fund -მა თხილის გადამამუშავებელი კომპანია NUTSGE 1.1 მილიონით დააფინანსა

თბილისი (GBC) - Gazelle Fund LP-მა თხილის გადამამუშავებელ და ექსპორტიორ კომპანია NUTSGE-ში 1,1 მლნ დოლარი ჩადო.

 

NUTSGE-ის გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს სამეგრელოში, თხილის პლანტაციების ერთ-ერთ ისტორიულად ნაყოფიერ რეგიონში, სადაც საქართველოში მოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (მთელი ქვეყნის მოსავლის თითქმის ნახევარი) მოდის და სადაც არის ენდემური ჯიშების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, მათ შორის ანაკლიური, უჩა, ნემსა და ხარისთვალა. NUTSGE ასევე აქტიურად მარაგდება კახეთის რაიონიდან, რაც ზრდის მისი მიწოდების ქსელის დივერსიფიკაციას.

 

კომპანია აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და ავტომატიზირებული საწარმო ხაზებით.

 

კომპანია აწარმოებს თხილის პროდუქტების სრულ სპექტრს, როგორებიცაა: ნატურალური თხილის გული, მოხალულ ბლანშირებული თხილის გული, მოხალულ დაქუცმაცებული თხილი, თხილის ფქვილი და თხილის პასტა


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები