| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ვენახში ჩაძირული სასტუმრო, შატო ვილებით, Amber Group-ი - Georgia Real Estate Holding-ის (Georgia Capital) ახალი ბრენდის სასტუმრო ახაშენში შენდება. საკონფერენციო, სპა -სალონების გარდა სასტუმროში განთავსდება პატარა მეღვინეობა, რომელიც ყველა სეზონის რიტუალში მონაწილეობის საშუალებას ტურისტებსაც მისცემს, ვაზის მოვლიდან, ყველაზე საპასუხისმგებლო რიტუალების ჩათვლით - რთველი, ქეიფი.ქართული სუფრის და ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორიის საერთაშორისო წარმოჩენაა ჰოლდინგის სტრარტეგიაც, რაც გასტრონომიული ტურისტების მოზიდვას ემსახურება. ახაშნის ტურისტული ობიექტის საინვესტიციო ბიუჯეტი $8 მლნ-ია
ჰოლდინგმა
რამდენიმე რეგიონული სასტუმროს პროექტი წარმოადგინა , მათ შორის თელავის (ყოფილი ინტურისტი), სადაც უნიკალური XVIII საუკუნის ვახვახიშვილების
მარანი განთავსდება..
ასევე გუდაურის, I ტრასასთან, თხილამურებით პირდაპირ სასტუმროში რომ შეხვალ, ბუხართან გათბები და კონიაკით
ოდნავ შეზარხოშდები. კომპლექსში უნიკალური
გარე ჯაკუზია, ცხელი წყლით. სასტუმრო უკვე დეკემბერში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
(საინვესტიციო ბიუჯეტი $13 მლნ).
2 სასტუმრო
აშენდება მესტიაში,. სუფრას კუბდარის, ჭვიშტარის, ადგილობრივი საუცხოო კერძებთან ერთად ნარზანიც დაიდება.. ამბერი ტურისტებისთვის იქაური მჟავე წყლების გაცნობასაც
აპირებს. დეკას პლანტაციებშიც აასეირნებს, ჭიუხვებში, მუშურის მწვერვალამდე, თვითნაბადი კვარცის
სანახავად მიმავალ
ტურისტებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss