| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) კონსოლიდირებული შემოსავლები 9 თვეში ₾703.3 მლნ-ია ($238 მილიონი), რაც13%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის 9 თვეში.
ახლადგაშვებული
ჰოსპიტალების და გაშვების ეტაპზე მყოფი პოლიკლინიკების გამოკლებით, კაპიტალზე
უკუგება 50 საბაზისო პუნქტითაა გაუმჯობესებული YoY, 14.3%-მდე.
ჯგუფის ცხრა
თვის მოგებამ ₾46 მლნ შეადგინა ($15.6 მლნ), YoY ზრდა 21%-ია. დაზუსტებულმა მოგებამ
(დაზუსტებული არაგანმეორებადი ელემენტებითა და უცხოური ვალუტის დანაკარგებით) თითო
აქციაზე ₾0.27 შეადგინა ($0.09).
საანგარიშო
პერიოდში ჯგუფისთვის ყველაზე შემოსავლიანი და მომგებიანი სააფთიაქო-სადისტრიბუციო
ბიზნესი იყო. შემოსავლები ₾442 მლნ (ზრდა 17.1% YoY), მოგება ₾30.4 მლნ (ზრდა
24.1% YoY).
ჰოსპიტალების
ბიზნესიდან ჯგუფმა ₾217.7 მლნ - ის შემოსავალი (ზრდა 10.9% YoY) და ₾13.2 მლნ-ის
მოგება (კლება 4.9% YoY) მიიღო.
რაც შეეხება
სამედიცინო დაზღვევის ბიზნესს, შემოსავლები ₾55.8 მლნ-ზე (ზრდა - 35.3%), ხოლო
მოგება ₾3.9 მლნ (ზრდა - 57.5% YoY).
ამავე პერიოდში ჯგუფისთვის კვლავ წამგებიანი აღმოჩნდა კლინიკების და
დიაგნოსტიკის ბიზნესი.
კლინიკების ბიზნესიდან ჯგუფმა ₾32.5 მლნ-ის შემოსავალი (ზრდა - 15% YoY) და
₾1.2 მლნ-ის ზარალი მიიღო (ზარალი 52.2%-ით შემცირდა YoY).
დიაგნოსტიკიდან მიღებული შემოსავლები 66%-ით გაიზარდა (YoY) ₾3.4
მლნ-მდე, ხოლო ზარალი ₾0.2 მლნ-ზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით უცვლელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss