ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თამბაქოს რეალიზატორი ₾5 000 ით დაჯარიმდება
20 ნოემბერი, 2019, 20:02
თამბაქოს რეალიზატორი  ₾5 000 ით დაჯარიმდება

თბილისი (GBC) – დაუფასოვებელი თუთუნი - >50გ 21 ნოემბრიდან დაიბეგრება. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, დაუფასოვებელი სახით თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციას კრძალავს: ჩიბუხის, გასახვევ, ჩილიმისთვის განკუთვნილის. 50/100 გ დაფასოებული ნიშანდებული უნდა იყოს აქციზური მარკით.

21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე  ელექტრონული სიგარეტის სითხის რეალიზაციაც იბეგრება. ცვლილებები ზედამხდველობაში აქცევს თამბაქოს  ახალ ნაწარმსაც, რომელიც ჯერ არ გამოშვებულა და არც გამოგონილა. ჩამონათვალი აერთიანებს სიგარეტს მიმსგავსებულ ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის  ელექტრონულ მოწყობილობას.


თამბაქოს წარმოება-იმპორტი-დისტრიბუცია-რეალიზაციის რეგულაციები ისე მიიღეს ბიუჯეტს რამდენი დააკლდებოდა  ზედაპირულად დაინგარიშეს. Fitch-ს კი ანგარიშში ინფლაციის დონის ზრდის მიზეზად აქვს დასახელებული.

 

H1/2019 სტატისტიკით, 37%-ით, $34 მლნ-მდეა ექსპორტი დაცემული. საექსპორტო კალათაში  წილი- 3,4%-დან 1,9%-მდე.

 

გასაყიდად გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და ქიმიურ დანამატებზე ინფორმაცია, ყოველ პარტიაზე. შეუსრულებლობისთვის ჯარიმაა ₾ 5 000 ლარი.


"გლეხმა 300კგ თამბაქო რომ მოიყვანოს 21 000 ლარი თუ არ აქვს  ბაზარზე ვერ გაიტანს”,- ქედელი დავით ტაბატაძეს, რომელ  გასულ კვირას საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ფინანსთა მინისტრმა სანუგეშო დაპირება ვერ მისცა.

 

ნოემბრის რეგულაციიდან  თვენახევარში (01.01.2020)  მორიგი ამოქმედდება,  სტადიონსა და სპორტული კომპლექსის ღია სივრცეში მოწევის აკრძალვაზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები