| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Mymarket-ის განახლებული ვებგვერდი, www.mymarket.ge მოხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მასზე 100 000-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ნივთი თუ მომსახურებაა განთავსებული.
განახლებაზე მუშაობა 2019 წლის
თებერვალში დაიწყო. კვლევები უძღოდა, რომლის მთავარი
კითხვა იყო: „როგორ გავხადოთ MYMARKET უფრო საშენო?“. 240 დღიანი უწყვეტი მუშაობის და 2 თვიანი ბეტა
ტესტირების შემდეგ, სრულად განახლდა ვებ-გვერდის დესკტოპ ვერსია.
შედეგად, შეიცვალა მთავარი გვერდი,
რომელიც ყველა მომხმარებლის ინტერესებს ერგება. უფრო დახვეწილი გახდა ძებნის
ფუნქციონალი, სადაც ე.წ. „ემოჯითაც“ კი არის შესაძლებელი ნივთის ან მომსახურების
პოვნა და შეძენა. Mymarket-ს დაემატა „საშენო ფასის“ შეთავაზების მოდული, რაც
როგორც გამყიდველს, ასევე მყიდველს შოპინგის პროცესს უმარტივებს. განცხადების დამატება ახლა უფრო მარტივი და
კომფორტულია, ვებგვერდს დაემატა Draft-ის ავტომატური შენახვის ფუნქციაც, რომლითაც შეწყვეტილი განცხადების დამატების
გაგრძელებაა შესაძლებელი. გაუმჯობესდა არაერთი პატარა დეტალი, რომელმაც MYMARKET
უფრო „საშენო“ გახადა.
მალე, ვებგვერდის მობილური ვერსიის ბეტა ტესტირება დაიწყება, 2020-ში კი მეორადი ნივთების სახლში მიტანასთან ერთად, ონლაინ განვადებაც იქნება ხელმისაწდომი.
Mymarket-ის განახლება MY.GE-ს ბრენდის პლატფორმისა და ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მთავარი დაპირებაა: “ ყოველთვიურად პერსონალური გამოცდილების შექმნა 2.2 მილიონი ვიზიტორისთვის, რათა მარტივად ნახო საშენო!“.
ელექტრონული კომერციის პლატფორმა,
MYMARKET-ი, რომელსაც ყოველთვიურად
900,000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, უკვე 16 წელია არსებობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss