| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისი ეკოლოგიურად სუფთა გაზზე მომუშავე (CNG) 200 ავტობუსი დაემატება.
ხელშეკრულება რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკთან უკვე გაფორმებულია.
ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს 80 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, EBRD-სთან გაფორმებული
„თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის
შეძენილ იქნა და ქალაქის მოსახლეობას უკვე ემსახურება ახალი, ეკოლოგიურად
ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.
ივანე მაჭავარიანმა და რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას“, რომლის საფუძველზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს 6 დიდ ქალაქში (რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ფოთი) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გამოყოფს 17 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 175 ავტობუსის შესაძენად.
EBRD მზადაა, მოიძიოს გრანტი შესაბამის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული საჭიროების დეტალური კვლევის დასაფინანსებლად (ავტობუსების მარშრუტები, გადახდის სისტემები, სატარიფო გეგმა და ა.შ.)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss